სერვისები

გთავაზობთ ფართო ჟანრობრივი სპექტრისა და ნებისმიერი სირთულის სფერული პანორამებისა და ვირტუალური ტურების დამზადების სრულ პაკეტს. რაც მოიცავს როგორც მარტივ ვირტუალურ ტურებს ასევე ფუნქციურად და დიზაინით შედარებით რთულ და ორიგინალურ ინტერფეისს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კლიენტის  სურვილებისა და შესაძლებლობებზეა მორგებული. სტანდარტული ვებ ვერსიის გარდა შეგვიძლია ვირტუალური ტურის Yandex-სა და Google-ის რუკაზე განთავსებაც
 
ვირტუალური ტური ფაქტობრივად ერთგვარი ფოტო პრეზენტაციაა, სადაც პანორამულ კონტენტს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მუშაობის პროცესში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მოწოდებული ფოტოგრაფიული მასალის ხარისხზე (სფერული პანორამების), რომელიც პროექტის სირთულის მიუხედავად უმაღლეს დონეზე ხორციელდება.
 
კომისია დამოკიდებულია სამუშაოს რაოდენობასა და სირთულეზე და ინდივიდუალურად განისაზღვრება თითოეული პროექტისათვის.
 
საფასურის დასადგენად ვირტუალური ტურის მოთხოვნებთან ერთად გამოგვიგზავნეთ თქვენი ობიექტის აღწერილობა, ან დაგვიკავშირდით ტელეფონით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
 
ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ თბილისში, მაგრამ შეთანხმების შემთხვევაში შეგვიძლია საქართველოს სხვა რეგიონებში, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებაც.