Walkinto დაფუძნდა 2015 წელს თბილისში. მას შემდეგ ათასზე მეტი ნამუშევარი შევქმენით და არაერთ ბიზნესს დავეხმარეთ საკუთარი სივრცის ონლაინ წარმოჩენაში.

ჩვენი გუნდი ფოტოგრაფებისა და პროგრამისტების მრავალწლიან გამოცდილებას აერთიანებს. თითოეულ პროექტში ვზრუნავთ გამოსახულების ხარისხზე, დეტალებსა და დათვალიერების სიმარტივეზე.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს თითოეულ ნამუშევარში ჩანდეს.